ლოგოპედი

როდის უნდა მივმართოთ ლოგოპედს?

გვინდა გამოვყოთ შემთხვევები, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება:


1. ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი რომლის მიხედვითაც დარღვეულია საარტიკულაციო ორგანოების და სხვა ჩონჩხის კუნთების ტონუსი და შეზღუდულია ბავშვის სივრცეში მოძრაობა. მაგ: ცერებრალური დამბლა ან ზურგის კუნთების ატროფია;

2. ბავშვს დასმული აქვს შენელებული ფსიქიური ფუნქციის ან მენტალური დეფიციტის დიაგნოზი.

3. ბავშვი შეზღუდულია უფროსებთან ურთიერთობაში;

4.ბავშვის მეტყველება გაუგებარი მიზეზების ჩამორჩენილია.

5. ბავშვის ერთ–ერთმა მშობელმა გვიან დაიწყო ლაპარაკი ან გააჩნდათ (გააჩნით) მეტყველების დეფექტი. ანუ საქმე გვაქვს მემკვიდრეობითი ფაქტორის გამოხატვასთან.

6. ბავშვს აქვს მზედველობის ან სმენის დარღვევები.

7. პოლიკლინიკის ექიმი ითხოვს ენისქვეშა ლაგამის მოჭრას;

ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა ისეთი ლოგოპედის მოძებნა, რომელიც მუშაობს ადრინდელი ასაკის ბავშვებთან. თუ ბავშვს დასმული აქვს ცერებრალური დამბლის ან ზურგის კუნთების ატროფიის დიაგნოზი, აუცილებელი იქნება ლოგოპედური (მატონიზირებელი, და გამორჩენითი) მასაჟი. თვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ლოგოპედს მასთან კურსის გავლა, რომ შემდგომში თავად გააკეთოთ მასაჟი.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს როგორც წესი აღიზიანებთ, როდესაც ვინმე სახეზე ეხებათ, ამიტომ უმჯობესია მსგავსი პროცედურა თამაშის ნაწილად აქციოთ, რათა ბავშვი პოზიტიურად განაწყოთ ზემოთხსენებული პროცედურის მიმართ.



ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე!