ტელ.: +995(32)214 33 73
ფოსტა: contact@gadia.ge
ვებ საიტი: http://gadia.ge
ქართული ენა
ინგლისური ენა

SiteHeart

ძიძა

15 სახეობა

მომვლელები

მოხუცის მომვლელი

მოხუცის კომპანიონი

ავადმყოფის მომვლელი

დასაქმების სააგენტოების ასოციაციის წევრი


სატელეფონო

საიტის რუკა

Gadia,Georgian Language Gadia,English Language Gadia,Russian Language

 

  „გადია“ - პროფესიონალიზმის გარანტი.

სააგენტო „გადია“-ს მიზანია:

 პიროვნებისათვის ოპტიმალურად საუკეთესო სამუშაო პირობებით დასაქმების შეთავაზება მისი კვალიფიკაციიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე;
 დამქირავებლის ინტერესებზე ოპტიმალურად მორგებული, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და მაქსიმალურად სანდო კადრების შეთავაზება;
 თითოეული მოთხოვნის გათვალისწინება, დაკმაყოფილება და კონფიდენციალობის შენარჩუნება;

„გადია“ გთავაზობთ მომსახურეობის ფართო არჩევანს 24 საათის განმავლობაში. ჩვენი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების (ფსიქოლოგების, იურისტების) დახმარებით დროის მცირე მონაკვეთში თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კვალიფიციური, გამოცდილი (მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება), გადამოწმებული (ცნობა ნასამართლეობის შესახებ და ასევე სარეკომენდაციო წერილი, რომლის საკონტაქტო ნომრების ხელმისაწვდომია პოტენციური დამქირავებლისთვის), სამედიცინო წიგნის („C-ჰეპატიტი“, ტუბერკულოზი) მქონე და სხვადასხვა უცხო ენების მცოდნე პერსონალი.

საწყისი ეტაპიდანვე სააგენტო „გადია“ აქტიურად შეუდგა მუშაობას. საზოგადოებაში ნაკლებად პრესტიჟული მაგრამ ფართოდ მოთხოვნადი საქმიანობების, როგორიცაა ძიძა, ოჯახში დამხმარე, მოხუცის მომვლელი პოპულარიზაციას და ცდილობს წარმოაჩინოს როგორც სრულფასოვანი და ანგარიშგასაწევი პროფესიები.

„გადია“ 2009 წლიდან ახორციელებდა და დღემდე განაგრობს მისი შვილობილი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს უნარების განვითარების ცენტრის (GSAS)” მეშვეობით და ასევე USAID–ის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის – IOM, ILO–ს და შევეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ოჯახის დამხმარე პერსონალის – ძიძის, მომვლელის, დამხმარეს უსასყიდლოდ დატრეინინგებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. თავისთავად აღნიშნული პროექტი ერთიორად ზრდის უმუშევართათვის დასაქმების შანსს.

ძიძების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგი ითვალისწინებს თეორიულ გადამზადებას, რომლის ხანგრძლივობაა 7 დღე. ტრეინინგებს უძღვება კვალიფიციური პედიატრი, ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე, ლოგოპედი და ადამიანის და ბავშვთა უფლებების დამცველი. კურსის დასრულების შემდეგ ძიძებს კატეგორიის მიხედვით გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი. მათგან ყველაზე საუკეთესოთა შესახებ ინფორმაცია თავსდება „გადია“-ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. დამქირავებელს საშუალება ეძლევა მისთვის სასურველი ძიძა შეარჩიოს მისი პირადი მონაცემებიდან გამომდინარე და პირად შეხვედრაზე გააკეთოს საბოლოო არჩევანი.

პირველად საქართველოში სააგენტო „გადია“-მ 2010 წლიდან დაიწყო და დღემდე ახორციელებს მისი პარტნიორი ორგანიზაციის „ემიგრანტთა დასაქმების ცენტრის“ მეშვეობით სოციალურ პროექტს სახელწოდებით: „მინდა დავსაქმდე სამშობლოში“, რომლის მიზანია ყოფილი ქართველი ემიგრანტი ქალბატონების დასაქმება ძიძის, მომვლელის, დამხმარეს პოზიციაზე.

ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით რომ საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ქალბატონი დავასაქმეთ სამშობლოში და ამით შევძელით მათი დაბრუნება საკუთარი ოჯახებისთვის და შვილებისთვის და ასევე იმდენად კარგი კადრი აღმოჩნდა დასაქმების კუთხით, რომ ყოველდღიურად მატულობს მათზე მოთხოვნა, რაც ხელს უწყობს დამქირავებლის კმაყოფილებას.

სააგენტო “გადია“-მ 2012 წელს „ემიგრანტთა დასაქმების ცენტრის“ მხარდაჭერით გამოცა წიგნი სახელწოდებით: „მე ვიყავი ემიგრანტი“ სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონების უმძიმეს, ტრაგიკულ ცხოვრებას უცხო ქვეყანაში. ამ სახელძღვანელოს მიზანია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს და გაითავისოს ემიგრანტობის სიმძიმე და ფუჭი მოლოდინი უცხო ქვეყნიდან და ალბათ მაშინ შევძლებთ ცირკულარული მიგრაციის დამარცხებას.

 

სააგენტო "გადია"  დასაქმებულის სურვილისამებრ უზრუნველყოფს მის ჩაცმულობას  შესაბამისი  უნიფორმით.

დამქირავებლისთვის მომსახურება უფასოა!


სააგენტო "გადია" ვალდებულებას იღებს ინდივიდუალურად შეურჩიოს შემკვეთს მისივე კრიტერიუმებით შერჩეული სამი კანდიდატურა, საშუალება ეძლევა პრაქტიკულად გამოცადოს ისინი და შემდგომ გააკეთოს არჩევანი.


ძიძების - 15 სახეობა

ძიძა - ძიძები
 ძიძა ახალშობილისათვის 1 წლამდე
 ძიძა მცირეწლოვანი ბავშვისთვის(1-3 წლამდე)
 ძიძა აღმზრდელი
 ღამის ძიძა
 ძიძა გუვერნანტი
 ძიძა სეზონურად (მოგზაურობის ან არდადაგების დროს)
 ძიძა ექსპრესი
 ძიძა მოთხოვნის შესაბამისად
 ძიძა შინამოსამსახურეს ფუნქციების შეთავსებით
 ძიძა მედდა
 ძიძა გამოსასვლელი დღეებისათვის
 ძიძა ტყუპების
 ძიძა ლოგოპედი
 ძიძა მასაჟისტი
 ძიძა მძღოლი (საკუთარი ავტომობილით)
 

მოხუცის მომვლელი

მოხუცის მომვლელი

”გადია” გთავაზობთ პროფესიონალი მომვლელების მომსახურებას: მარტოდ დარჩენილი მოხუცებისა და რთულად მოსავლელი პიროვნებებისათვის. ჩვენ შევძლებთ თქვენი ოჯახის წევრები უზრუნველვყოთ მყუდრო და თბილი გარემოთი.

ექიმი
ლოგოპედი

ექიმი ლოგოპედი

თქვენს ბავშვს პროფესიონალი ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება?
”გადია” გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ლოგოპედების მომსახურეობას. თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი სპეციალისტი ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებითა და შესაბამისი განათლებით, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით შეძლებს თქვენს პატარას გადაუჭრას მეტყველებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.

ოჯახური
წყვილი

ოჯახური წყვილი

პირველად საქართველოში ’’გადია’’ გთავაზობთ ოჯახური წყვილებით მომსახურეობის ახალ სტილს, აგარაკებსა თუ კერძო სახლებში.
ჩვენი პრინციპია: პროფესიონალურად, ხარისხიანად, ურთიერთშეთანხმებით და ფუნქციების გადანაწილებით, შესრულებული იქნეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ოჯახურ წყვილებს ეკისრებათ ხელშეკრულებით.