ტელ.: +995(32)214 33 73
ტელ2: +995(32)223 08 66
ფოსტა: contact@gadia.ge
ვებ საიტი: http://gadia.ge
ქართული ენა
ინგლისური ენა

SiteHeart

ძიძა

15 სახეობა

მომვლელები

მოხუცის მომვლელი

მოხუცის კომპანიონი

ავადმყოფის მომვლელი

სატელეფონო
საიტის რუკა

Gadia,Georgian Language Gadia,English Language Gadia,Russian Language

 სააგენტო "გადია" დაფუძნდა 2009 წელს

სააგენტო თავდაპირველად მოღვაწეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია USAID -ის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ისა და შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებითა და ხელშეწყობით. 2010 წელს სააგენტომ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართვეოს უნარებს განვითარების ცენტრი".  ამ ორგანიზაციის მეშვეობით, "გადია" ახორციელებს სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს. ერთ–ერთი პროექტი ითვალისწინებს ძიძების თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას.გადამზადების კურსის ხანგრძლივობაა 7 დღე. ტრენინგებს უძღვება კვალიფიციური პედიატრი, ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე და ადამიანისა და ბავშვთა უფლებების დამცველი. პრაქტიკული გადამზადება თბილისის წამყვან სამშობიორო კლინიკებში წარმოებს. კურსის დასრულების შემდეგ ძიძებს კატეგორიის მიხედვით შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემათ. მათგან ყველაზე საუკეთესოთა ვიდეო რეზიუმეები განთავსდება სააგენტო "გადიას" ვებ გვერდზე, იქნება კოდირებული და დამქირავებელისთვის ხელმისაწვდომი. თითოეულ რეზიუმეს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. დამქირავებელს საშუალება ექნება მისთვის სასურველი ძიძა შეარჩიოს ვიდეოსმეშვეობით და პირად შეხვედრაზე გააკეთოს საბოლოო არჩევანი.


     


 "გადია" ოჯახი გთავაზობთ მომსახურეობის ფართო არჩევანს 24 საათის განმავლობაში. ჩვენი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების (ფსიქოლოგის, ექიმის, პედაგოგის) დახმარებით თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროფესიონალი, გამოცდილი (მინიმუმ წლიანი გამოცდილება და სარეკომენდაციო წერილი), გადამოწმებული (ცნობა ნასამართლობის შესახებ), სამედიცინო წიგნის (С ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულეზი, ჰერპესი, ფსიქო) მქონე და უცხო ენების მცოდნე პერსონალი თბილისიდან და საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან დროის მცირე მონაკვეთში.

"გადია" არის პირველი სააგენტო საქართველოში რომელიც გთავაზობთ ახალ ექსკლუზიურ მომსახურებას. online რეჟიმში განაცხადის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეარჩიოთ და შეუკვეთოთ პერსონალი "Standart" და "Elit" კატალოგების მიხედვით, რომელიც განისაზღვრება ოჯახის დამხმარე პერსონალის გამოცდილებით და შესაბამისი ანაზღაურებით.

V.I.P.შემკვეთებისათვის კომპანია "გადია" გთავაზობთ სასურველი კადრის ჩამოყვანას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

"გადია" არის თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალურობის, პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერი მიდგომის  გარანტი.  ჩვენი მიზანია – თითოელი მოთხოვნების გათვალისწინება, დაკმაყოფილება და კონფიდენციალობის შენარჩუნება.

როგორც დამქირავებელი ისე დასასაქმებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას "გადიას" მოთხოვნები, პრინციპები და იმიჯი, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მისი პირობების შესრულებას აკონტროლებს ხარისხის კონტროლის მენეჯერი. 

სააგენტო "გადია"  დასაქმებულის სურვილისამებრ უზრუნველყოფს მის ჩაცმულობას  შესაბამისი  უნიფორმით.

დამქირავებლისთვის მომსახურება უფასოა!


სააგენტო "გადია" ვალდებულებას იღებს ინდივიდუალურად შეურჩიოს შემკვეთს მისივე კრიტერიუმებით შერჩეული სამი კანდიდატურა, საშუალება ეძლევა პრაქტიკულად გამოცადოს ისინი და შემდგომ გააკეთოს არჩევანი.


ძიძების - 15 სახეობა

ძიძა - ძიძები
 ძიძა ახალშობილისათვის 1 წლამდე
 ძიძა მცირეწლოვანი ბავშვისთვის(1-3 წლამდე)
 ძიძა აღმზრდელი
 ღამის ძიძა
 ძიძა გუვერნანტი
 ძიძა სეზონურად (მოგზაურობის ან არდადაგების დროს)
 ძიძა ექსპრესი
 ძიძა მოთხოვნის შესაბამისად
 ძიძა შინამოსამსახურეს ფუნქციების შეთავსებით
 ძიძა მედდა
 ძიძა გამოსასვლელი დღეებისათვის
 ძიძა ტყუპების
 ძიძა ლოგოპედი
 ძიძა მასაჟისტი
 ძიძა მძღოლი (საკუთარი ავტომობილით)
 

მოხუცის მომვლელი

მოხუცის მომვლელი

”გადია” გთავაზობთ პროფესიონალი მომვლელების მომსახურებას: მარტოდ დარჩენილი მოხუცებისა და რთულად მოსავლელი პიროვნებებისათვის. ჩვენ შევძლებთ თქვენი ოჯახის წევრები უზრუნველვყოთ მყუდრო და თბილი გარემოთი.

ექიმი
ლოგოპედი

ექიმი ლოგოპედი

თქვენს ბავშვს პროფესიონალი ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება?
”გადია” გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ლოგოპედების მომსახურეობას. თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი სპეციალისტი ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებითა და შესაბამისი განათლებით, რომელიც ინდივიდუალური მიდგომით შეძლებს თქვენს პატარას გადაუჭრას მეტყველებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.

ოჯახური
წყვილი

ოჯახური წყვილი

პირველად საქართველოში ’’გადია’’ გთავაზობთ ოჯახური წყვილებით მომსახურეობის ახალ სტილს, აგარაკებსა თუ კერძო სახლებში.
ჩვენი პრინციპია: პროფესიონალურად, ხარისხიანად, ურთიერთშეთანხმებით და ფუნქციების გადანაწილებით, შესრულებული იქნეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ოჯახურ წყვილებს ეკისრებათ ხელშეკრულებით.